VIDEO: ბათუმური დომინაცია თბილისში - აჭარლებმა ფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს სუპერლიგის რიგით 33-ე ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-2 მატჩში, ბათუმი 2010-მა მოქმედი ვიცე-ჩემპიონი თსუ სტუმრად დიდი სხვაობით დაამარცხა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა - 1:1.
აჭარლებმა დედაქალაქელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარად აჯობეს და შეხვედრა 28-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 91:63.
მოედანზე საუკეთესო ბათუმის ლეგიონერი მაირინ ტომასი იყო, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 12 მოხსნა, 6 ასისტი; ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი ოჩხიკიძემ - 10 ქულა, 7 მოხსნა, 10 ასისტი; მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა დავით ლომიძესაც - 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი.
ბუბა ბერიშვილის გუნდმა მოედნის უპირატესობა მოიპოვა და მომდევნო ორ თამაშს ბათუმში ჩაატარებს - 26 და 28 მაისს. სეზონის ჩემპიონობისთვის, სერიაში 3 გამარჯვებაა საჭირო.