სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 119-118 დაამარცხა.
სასტარტო ხუთეულში იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 29 წუთი ითამაშა და ამ დროში 7 ქულა, 15 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის საუკეთესო +/- ჰქონდა (+13).
შეხვედრაში 30 ქულაზე მეტი სამმა მოთამაშემ დააგროვა.
ენტონი დეივისი - 39 ქულა, 9 მოხსნა
ფრანც ვაგნერი - 37 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა
ლებრონ ჯეიმსი - 31 ქულა, 10 მოხსნა, 7 გადაცემა
ორლანდოს გმირად სწორედ ფრანც ვაგნერი მოევლინა, რომელმაც გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო. ბითაძის მოხსნის შემდეგ გერმანელი ბოლო შეტევაზე წავიდა და მეჯიქს ბოლო წამებზე მოაგებინა.
მეჯიქი 17 მატჩში 10 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, ლეიკერსი კი 15 შეხვედრაში 10 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა.
გოგას მომენტები: 1:05, 5:25, 7:00, 7:35, 9:15
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები