VIDEO: დეტროიტმა წინა სეზონის შედეგი გააუმჯობესა და ფრენჩაიზის რეკორდი გაიმეორა
25 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ინდიანა პეისერსი დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდა და 117-122 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს კეიდ კანინგემმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. დეტროიტმა 17 მატჩიდან 15 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს.
პისტონსმა ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო, რითიც ფრენჩაიზის რეკორდი გაიმეორა. აქამდე დეტროიტმა ზედიზედ 13 თამაში 1989-90 და 2003-04 წლების სეზონში მოიგო, ამ ორივე სეზონში კი გუნდი ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პისტონსმა წინა წლის რეგულარულ სეზონში მხოლოდ 14 მატჩი მოიგო და 68 წააგო, ახლა კი გუნდს უკვე 15 გამარჯვება აქვს.