• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
VIDEO: დიდი ნაბიჯი ფინალისკენ - ნიუ იორკმა კლივლენდს სტუმრადაც მოუგო
კალათბურთიკალათბურთი

VIDEO: დიდი ნაბიჯი ფინალისკენ - ნიუ იორკმა კლივლენდს სტუმრადაც მოუგო

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნიუ იორკ ნიქსი NBA-ის ისტორიაში მე-7 გუნდია, რომელმაც საპლეიოფო ეტაპზე ზედიზედ 10 მატჩი მოიგო - აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, კლივლენდ კავალიერსს სტუმრადაც აჯობეს და სერიაში 3:0 გახდა.


სტუმრებმა პარკეტიდან 55.8%-იანი სიზუსტით შეუტიეს, ასევე, 11 სამქულიანი ჩააგდეს და 27-დან 24 საჯარიმო გამოიყენეს.


მაიკ ბრაუნის შეგირდებმა კავზს 4-დან 3 მეოთხედი მოუგეს და 1999 წლის შემდეგ NBA-ის პირველ ფინალს ძალიან მიუახლოვდნენ - 121:108.


"ვფიქრობ, მათი ფიზიკურობისა და ენერგიის გამო იმ დონემდე ვერ მივაღწიეთ, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია. საოცარ სვლაზე არიან და მათი იმპულსის შეჩერება ვერ შევძელით. პირველ თამაშში ამის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერც იქ მივიყვანეთ", - აღნიშნა კლივლენდელთა მთავარმა მწვრთნელმა, კენი ატკინსონმა მატჩის შემდეგ.


ნიქსის მხარეს, საუკეთესო კვლავ ჯეილენ ბრანსონი იყო - 30 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი; მიკაილ ბრიჯისმა 22 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება მიითვალა; ოგუგუა ანუნობის კი 21 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი ჰქონდა.


კლივლენდელთა შორის, ევან მოუბლი 24 ქულით, 6 მოხსნითა და 2 ასისტით გამოირჩა; დონოვან მიტჩელმა 23 ქულა, 1 მოხსნა, 4 ასისტი ჩაიწერა აქტივში; ხოლო ჯეიმს ჰარდენმა - 19 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი.


შედეგად, ნიუ იორკ ნიქსმა პლეი-ოფში ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო და ისტორიაში მე-7 გუნდია, რომელმაც ეს გააკეთა - ბოლოს ასევე 10:0 სვლა 2024 წლის სატიტულო სეზონში ბოსტონ სელტიქსს ჰქონდა.


სერიაში ანგარიში 3:0-ია, მომდევნო და, შესაძლოა, გადამწყვეტი თამაში კი კვლავ კლივლენდში გაიმართება - 26 მაისის 04:00 საათზე.


VIDEO: ზედიზედ მე-9 მოგება პლეი-ოფში - ნიუ იორკი კლივლენდს სერიაში გაექცა


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
კლივლენდი
ნიუ იორკ ნიქსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: 0:15 ჩამორჩენა და სოლიდური პერფორმანსი - ოკლაჰომამ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: 0:15 ჩამორჩენა და სოლიდური პერფორმანსი - ოკლაჰომამ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: რთული გამარჯვება - ფინალურ სერიაში თსუ დაწინაურდა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: რთული გამარჯვება - ფინალურ სერიაში თსუ დაწინაურდა
•კალათბურთი

კალათბურთი

ისტორიაში პირველად - ორბი ტყიბული სუპერლიგის პრიზიორია

•კალათბურთი

კალათბურთი

ისტორიაში პირველად - ორბი ტყიბული სუპერლიგის პრიზიორია
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ბათუმური დომინაცია თბილისში - აჭარლებმა ფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ბათუმური დომინაცია თბილისში - აჭარლებმა ფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

23 მაი, 2026

VIDEO: 0:15 ჩამორჩენა და სოლიდური პერფორმანსი - ოკლაჰომამ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

News image

22 მაი, 2026

VIDEO: რთული გამარჯვება - ფინალურ სერიაში თსუ დაწინაურდა

News image

23 მაი, 2026

ისტორიაში პირველად - ორბი ტყიბული სუპერლიგის პრიზიორია

News image

2 სთ წინ

VIDEO: ბათუმური დომინაცია თბილისში - აჭარლებმა ფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება