VIDEO: გადამწყვეტი გოლი - პალინიამ ტოტენჰემი პრემიერ ლიგაში დატოვა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტოტენჰემმა პრემიერ ლიგის 2025/26 წლების მძიმე სეზონი ბოლო ტურში გადარჩენით დაასრულა.
ევერტონთან 1:0 გამარჯვებამ ლონდონელებს უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 49-ე წელი გაუნაღდა.
სპურსმა თავისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი კუთხურიდან გაიტანა: მატის ტელმა ჩააწოდა, პალინიას თავური შორეულ ძელს მოხვდა და ბურთი ისევ მას დაუბრუნდა, რის შემდეგაც მეორე მცდელობაზე დაარტყა და გაიტანა.
დამატებული დროის 9 მტანჯველი წუთის შემდეგ საბოლოო სასტვენმა სპურსის გადარჩენა დაადასტურა, ხოლო ვესტ ჰემს 2026/27 წლების სეზონის ჩემპიონშიფში გატარება მოუწევს.
ტოტენჰემმა კი ზედიზედ მეორე სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულა.