VIDEO: გოგას კარგი სტატისტიკა - ორლანდომ ზედიზედ მეორედ მოიგო
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ 2 შეხვედრა პირველად მოიგო. ვაშინგტონ ვიზარდსი სტუმრად დაამარცხეს - 125:94. ქართველს სოლიდური პირადი სტატისტიკა ჰქონდა.
გოგამ პარკეტზე 19:58 წუთი გაატარა და საკუტარ გუნდს 15 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. ქულების მხრივ, ის მატჩის მე-5 ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ 20 მარტის შემდეგ NBA-ის მატჩისას ამდენი ქულა არ ჰქონია - მაშინ, ჰიუსტონის წინააღმდეგ, 23:01 წუთში 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა შეასრულა და ორივე ორლანდოელია - პაოლო ბანკერო (28 ქულა, 11 მოხსნა და 4 ასისტი) და ვენდელ კარტერი (16 ქულა და 12 მოხსნა).
ზედიზედ 4 წაგების შემდეგ, ბითაძის გუნდმა მიჯრით მე-2 შეხვედრაში გაიმარჯვა და 7 თამაშში 3 მოგება მოაგროვა.
მეჯიქი მომდევნო თამაშს 5 ნოემბრის 05:00 საათზე, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.