საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში, ზურიკო დავითაშვილმა რედ სტართან შეხვედრისას საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. მისი გუნდი სტუმრად 1:2 დამარცხდა.
72-ე წუთზე, როცა სენტ ეტიენი 0:2-ს აგებდა, ქართველმა შემტევმა ჯარიმა ეფექტურად შეასრულა და, როგორც აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დავითაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-6 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირ ტავიკ ბენტაიებს 2 გოლით ჩამორჩება.
სენტ ეტიენმა უშუალო კონკურენტთან წააგო და ცხრილის მე-2 ადგილი მას გადააბარა - რედ სტარს 26 ქულა აქვს, ტრუას - 27, ხოლო სენტ ეტიენს - 23.
მწვანეები მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს, სწორედ ლიდერ ტრუას გასვლით მატჩში შეხვდებიან.