VIDEO: კრიშტიანუს პირველი სანაკრებო გაძევება და პორტუგალიის მარცხი ირლანდიასთან
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში პორტუგალია სტუმრად ირლანდიასთან დამარცხდა.
შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა - მასპინძლებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, თუმცა მატჩის მთავარი ეპიზოდი მე-2 ნახევარში, 61-ე წუთზე მოხდა, როცა იდაყვის მირტყმის გამო მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუ გააძევეს.
სხვათაშორის, ეს პორტუგალიის ნაკრების მაისურით რონალდუს პირველი გაძევებაა.
პორტუგალიამ შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი წააგო, 10 ქულა დარჩა აქტივში და ბოლო ტურის წინ მუნდიალის პირდაპირი საგზური არ აქვს განაღდებული - ბოლო ტურში გუნდს საკუთარ მოედანზე სომხეთთან გამარჯვება სჭირდება.