VIDEO: კვარას შედევრით დაწყებული ჩემპიონთა ლიგა - პსჟ-მ ატალანტა გაანადგურა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-მ შინ ატალანტა გაანადგურა.
პარკ დე პრენსზე გამართული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მოგებით 4:0 დასრულდა.
გოლები მარკინიოსმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ნუნო მენდეშმა და გონსალუ რამოშმა გაიტანეს. ასევე პირველი ტაიმის მიწურულს ბრედლი ბარკოლამ პენალტი დაარტყა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოდეანზე 75 წუთი გაატარა და საოცარი სოლო გოლით გამოირჩა, რის შემდეგაც ადგილი მბაიეს დაუთმო.
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სამი ქულა დააგროვა, იურიჩის ატალანტა კი შინ უარაფროდ ბრუნდება.