VIDEO: მამუს არ უთამაშია - ტორონტომ ბრუკლინთან სტუმრად მოიგო
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა, NBA-ის რეგულარულის მისთვის მე-11 შეხვედრაში, ბრუკლინ ნეთსი სტუმრად 10-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 119:109. მამუს ტრავმის გამო არ უთამაშია.
ქართველს კისრის დაჭიმულობა აქვს და ფილადელფიასთან წინა მატჩისას მოედანი ადრეულად დატოვა, დღეს კი საერთოდ ვერ ითამაშა. არის შანსი, უკვე მომდევნო მატჩისთვის მზად იყოს.
რეპტორსს ბრუკლინში ბრენდონ ინგრამმა (25 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი), იმანუელ ქვიქლიმ (24 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი) და სკოტ ბარნსმა (15 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი) ულიდერეს. ბარნსის მსგავსად, ორმაგი დუბლი ჰქონდა იაკობ პოტლსაც - 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი.
ტორონტომ, მე-11 შესაძლებლობიდან, მე-6 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზეა. ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდმა ბოლო 6-დან 5 შეხვედრა მოიგო.
სანდროს გუნდმა 5-მატჩიანი გასვლითი ტურნე ატლანტადან დაიწყო, ფილადელფიაში გააგრძელა, დღეს კი ბრუკლინში ითამაშა, წინ კიდევ 2 მატჩია - კლივლენდსა (14 ნოემბრის 04:00 საათზე) და ინდიანაში (16 ნოემბრის 04:00 საათზე).