VIDEO: მამუს კარგი თამაში - ტორონტომ სეზონში მე-7 გამარჯვება იზეიმა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა, NBA-ის რეგულარულის თავისთვის მე-12 შეხვედრაში, კლივლენდ კავალიერსი სტუმრად დაამარცხა - 126:113. შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა მე-2 მეოთხედი, რომელიც რეპტორსმა 14-ქულიანი სხვაობით მოიგო.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა კანადელთა ლიდერ სკოტ ბარნსს და სამმაგ დუბლამდე 2 ასისტი დააკლდა - 28 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა. იმანუელ ქვიქლიმ 25 ქულა, 1 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა, ხოლო იაკობ პოელტლმა 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
კარგი თამაში გამოუვიდა მამუსაც - 17:01 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი შესძინა. წლევანდელ სეზონში ამაზე მეტი ქულა მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდა - მილუოკისთან (15) და დალასთან (16).
ტორონომ მიმდინარე რეგულარულში მე-7 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე აინაცვლა.
კანადელები 5-მატჩიან გასვლით ტურნეს ასრულებენ ინდიანაში, სადაც ადგილობრივ პეისერსს 16 ნოემბრის 04:00 საათიდან შეხვდებიან.