VIDEO: მბაპეს დუბლი, ჯუდისა და კარერასის ლამაზი გოლები - რეალმა ვალენსია გაანადგურა
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ვალენსია მიიღო.
მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. მე-19 წუთზე კილიან მბაპემ ანგარიში პენალტით გახსნა, 31-ე წუთზე კი ფრანგმა არდა გიულერის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ დუბლი შეასრულა.
ტაიმის ბოლოს, 44-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა საჯარიმოს კუთხიდან ლამაზი გოლი გაიტანა და სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 82-ე წუთზე ალვარო კარერასმა ბრწყინვალე დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
რეალმა ამ გამარჯვების შემდეგ 30 ქულა დააგროვა და ლაივ ცხრილში მეორეადგილოსან ვილიარეალს 7 ქულით უსწრებს.
ლა ლიგის ბომბარდირთა დავას 13 გოლით სათავეში კილიან მბაპე უდგას, მდევარ ხულიან ალვარესს კი 7 გოლი აქვს.