ესპანეთის ლა ლიგის სეზონის ბოლო მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ატლეტიკოს გაუტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა მე-40 წუთზე ანგარიში 3-0 გახადა, ვილიარელმა კი მეტოქეს პირველი ტაიმი 4-1 მოუგო.
გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის ამ სეზონში მე-13 გოლი გაიტანა, ჯამში კი მას 19 საგოლე მოქმედება დაუგროვდა.
საბოლოოდ ვილიარეალმა ატლეტიკო 5-1 გაანადგურა და ლა ლიგის სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა.
რომელ ადგილზე გავიდა მიქაუტაძე ლა ლიგის ბომბარდირებში?