VIDEO: მიქაუტაძემ საგოლე პასი მიითვალა - ვილიარეალმა რაიო გაანადგურა
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე რაიო ვალეკანო მიიღო.
სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მოედანზე 45 წუთი გაატარა.
ანგარიში 22-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ჟერარ მორენომ გახსნა, ქართველმა თავდამსხმელმა კი საგოლე პასი მიითვალა.
მიქაუტაძე მეორე ტაიმის დასაწყისში ტანი ოლუვასეიმ შეცვალა, ვილიარეალმა კი კიდევ 3 გოლი გაიტანა.
56-ე წუთზე ალბერტო მოლეირომ სხვაობა ორამდე გაზარდა, აქედან 2 წუთში სანტი კომესანიამ 3-0 გახადა ანგარიში, მატჩს კი წერტილი 65-ე წუთზე აიოზე პერესმა დაუსვა და საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
ვილიარეალმა ამ გამარჯვების შემდეგ 23 ქულა დააგროვა და ლა ლიგის ლაივ ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.