დიოგუ ჟოტა ვულვერჰემპტონის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაღუპვის შემდეგ, პორტუგალიელი ფეხბურთელი ხსოვნის საპატივცემლოდ დიდების დარბაზში შეიყვანა, რაც, მათი თქმით, მისი საფეხბურთო მიღწევების და მისი გარდაცვალებით გამოწვეული ღრმა გავლენის დამსახურებაა.
„როგორც წესი, დიდების დარბაზში ვიღაცის შეყვანას წინ ხანგრძლივი განხილვები უძღვის, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.
ჟოტა არ იყო უბრალოდ ფენომენალური ფეხბურთელი, ის იყო თავმდაბალი და კეთილი ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც სამუდამოდ დარჩება ჩვენს ისტორიაში.
გულშემატკივართა რეაქცია საოცარი იყო და ეს გადაწყვეტილება კანონზომიერია." - აღნიშნა კლუბის წარმომადგენელმა მეტ უაილდმა.
ვულვერჰემპტონის დიდების დარბაზი 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ მასში 38 ფეხბურთელი შეიყვანეს.
ჟოტა ვულვზში 2017-2020 წლებში თამაშობდა, საიდანაც შემდეგ ლივერპულში გადავიდა.