სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურში კარლსრუე გროიტერ ფიურტს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე და მოედანზე 93 წუთი გაატარა.
მატჩში ანგარიში მე-20 წუთზე ბრანიმირ ჰრგოტამ გაახსნა და მასპინძლებს პირველი ტაიმი 1-0 მოაგებინა.
მეორე ტაიმი ბუდუ ზივზივაძის გოლით დაიწყო. 46-ე წუთზე ქართველს ძელიდან ასხლეტილი ბურთი მიუვიდა და მანაც ანგარიში გაათანაბრა.
73-ე და 79-ე წუთებზე კარლსრუემ უპირატესობა მოიპოვა. ჯერ ბამბასე კონტემ და შემდეგ ფაბიან შლოისენერმა გაიტანეს გოლები და სტუმრებს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.
83-ე წუთზე ანგარში 2-3 საშა ბანსემ გახსნა, თუმცა ფიურტმა თამაშის დარჩენილ დროში ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და 3 ქულა კარლსრუეს დარჩა.
ამ გამარჯვების შემდეგ ქართველის გუნდმა 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, პირველადგილოსან პადერბორნთან კი ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა.
თავად ბუდუ ზივზივაძეს კი მიმდინარე სეზონში 9 გოლი დაუგროვდა და დარმშტადტის მოთამაშე ისაკ ლიდბერგთან ერთად მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები