ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანის თამაშზე ახალწვეულის, სანტიაგო ხიმენესის გავლენაზე ისაუბრა.
როსონერიმ სერია ა-ს 25-ე ტურში ვერონა 1:0 მექსიკელი ფორვარდის გოლით მოუგო.
„ჩვენ მილანი ვართ, ამიტომ თუ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის იმედად დავრჩით, ესეიგი პრობლემები გვაქვს.
ველოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან ხიმენესს უყვარს გოლების გატანა, გუნდი კი მას საჯარიმოში პასებით ამარაგებს.
უცხოელისთვის იტალიურ ფეხბურთში ადაპტაცია ადვილი ამბავი არ არის, მაგრამ ჩვენ მას თავის დამკვიდრებაში ვეხმარებით და ის ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო ძლიერი ხდება." - აღნიშნა მილანის მფლობელთა მრჩეველმა ინტერვიუში.