-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელში გულშემატკივრის ნათქვამს გამოეხმაურა.
"მერაბი დიდების დარბაზის 3 წევრს ეჩხუბა ზედიზედ...
თუ ფიქრობთ, რომ მას უმარის ეშინია, თქვენ თავს ატყუებთ. უმარს კიდევ ერთი მეტოქის დამარცხება სჭირდება." - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი X-ზე.
მერაბი აღნიშნულს გამოეხმაურა: "100-ჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - თუ UFC-ს უნდა, რომ შემდეგი უმარს ვეჩხუბო, ამას გავაკეთებ!"
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სატიტულო ბრძოლამდე ყოფილი ჩემპიონები - პიოტრ იანი, ჟოზე ალდო და ჰენრი სეხუდო დაამარცხა. უმარ ნურმაგომედოვი კი კონტენდერებიდან მხოლოდ კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდა და გადაწყვეტილებით მოუგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები