ინგლისის პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონი დღეს შთამბეჭდავი ფინალური ტურით სრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია, ბოლო მატჩები დრამატულ და ემოციურ ბრძოლებს გვპირდება.
1. არსენალის კორონაცია სელჰერსტ პარკზე
ლონდონის არსენალმა ნერვიული ფინალი თავიდან აიცილა და კვირის შუაში, მანჩესტერ სიტის მიერ ქულების დაკარგვის შემდეგ, ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა. მიკელ არტეტას გუნდი პრემიერ ლიგის თასს კრისტალ პალასის სტადიონზე აღმართავს, რასაც მეთოფეების გულშემატკივრები 22 წელი ელოდნენ.
2. ლონდონური კლუბების ბრძოლა გადარჩენისთვის
ვულვზისა და ბარნლის გავარდნა უკვე განაღდებულია, მესამე იღბლიანის ვინაობა კი დღეს გაირკვევა. ვესტ ჰემი რეალური საფრთხის წინაშეა და ლიდს იუნაიტედთან მოგებაც შეიძლება არ ეყოს ლიგიდან გავარდნის თავიდან ასაცილებლად. პარალელურად, ტოტენჰემი ევერტონს მასპინძლობს დეზებს ფრეც აწყობთ, თუმცა წაგების შემთხვევაში, კლუბი 1977 წლის შემდეგ პირველად დაემშვიდობება უმაღლეს დივიზიონს.
3. პეპ გვარდიოლას ემოციური დამშვიდობება ეთიჰადზე
პეპ გვარდიოლამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს მანჩესტერ სიტის ტოვებს. ასტონ ვილასთან დღევანდელი მატჩი კატალონიელი სპეციალისტისთვის ბოლო იქნება ეთიჰადზე. 10 სეზონში მოპოვებული 20 ტიტულის, 6 ჩემპიონობისა და ტრებლის შემდეგ, ლეგენდარული მწვრთნელი ინგლისს ემშვიდობება. მასთან ერთად გუნდს ჯონ სტოუნსი და ბერნარდუ სილვაც ტოვებენ.
4. ლივერპულის ლეგენდების ბოლო მატჩი
ენფილდზე ეპოქა სრულდება - მოჰამედ სალაჰი და ენდი რობერტსონი ლივერპულის მაისურს ბოლოჯერ მოირგებენ. სალაჰი კლუბს პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო უცხოელ ბომბარდირად და 4 ოქროს ბუცის მფლობელად ტოვებს. რობერტსონმა კი, რომელიც თავის დროზე გავარდნილი ჰალ სიტიდან იყიდეს, 60 საგოლე გადაცემით პრემიერ ლიგის მცველებს შორის რეკორდი დაამყარა.
5. ომი ევროთასების საგზურებისთვის
არსენალმა, მანჩესტერ სიტიმ, მანჩესტერ იუნაიტედმა და ასტონ ვილამ ჩემპიონთა ლიგის საგზურები უკვე გაინაღდეს, მათ დიდი ალბათობით ლივერპულიც შეუერთდება. მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში ბორნმუთი და ბრაიტონი არიან, ხოლო ჩელსი, ბრენტფორდი და სანდერლენდი ევროპის კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვებას ცდილობენ. სანდერლენდს ჩელსისთან მოგების შემთხვევაში 52-წლიანი პაუზის შემდეგ ევროთასებზე გასვლის შანსი აქვს.