სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-7 ტურში ცხრილის მესამეადგილოსანი კარლსრუე მე-8 ადგილზე მყოფ კიოლნს ესტუმრა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და ფრედ 4:4 დასრულდა.
მე-15 წუთისთვის მასპინძლები უკვე 3:0-ს იგებდნენ, 27-ზე ანგარიში 3:2 ვანიცეკის დუბლით გახდა, თუმცა ლამპერლეს გოლით კიოლნმა ტაიმი 4:2 მოიგო.
კარლსრუეს პირველ გოლში მონაწილეობა მიიღო ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა.
მეორე ნახევარში ვანიცეკმა ჯერ ასისტით დაიწყო, შემდეგ კი ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
კარლსრუემ 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დარჩა, ლიდერ დიუზელდორფს 2 ქულით მეტი აქვს.
ბუდუ ზივზივაძე ბომბარდირთა დავაში 6 გოლითა და 2 საგოლე პასით კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს.
გამოცემა SofaScore-მ ბუდუს ამ მატჩისთვის 7.4 შეფასება დაუწერა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები