უგო ეკიტიკე ლივერპულს უახლოვდება.
მერსისაიდულმა კლუბმა აინტრახტს რამდენიმე დღის წინ ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ პირველი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა უარი მიიღო.
მიუხედავად ამისა, ლივერპული დანებებას არ აპირებს და ეკიტიკეს გადაბირებით რეალურად არის დაინტერესებული.
როგორც ინსაიდერი საშა ტავოლიერი იტყობინება, უახლოეს პერიოდში მერსისაიდელები მეორე შეთავაზებას გააკეთებენ: 80 მილიონი ევრო + 10 მილიონი ბონუსებით.
ასეთი შეთავაზების გაკეთების შემთხვევაში, აინტრახტი ფეხბურთელის წასვლას მწვანეს აუნთებს და პსჟ-ს ექს-ფორვარდი თავს ენფილდზე ამოჰყოფს.