ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"ამ ორ თამაშში გულშემატკივარს ამდენწლიანი სიყვარული და ურთიერთგაგება უნდა დავუფასოთ" - იური ტაბატაძე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"ამ ორ თამაშში გულშემატკივარს ამდენწლიანი სიყვარული და ურთიერთგაგება უნდა დავუფასოთ" - იური ტაბატაძე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა შეხვედრამდე, ვილი სანიოლთან ერთად, პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის დებიუტანტი იური ტაბატაძე იმყოფებოდა.


"გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა. ახალი თაობის ფეხბურთელებს აქამდე ვიცნობდი, უფროსები კი ძალიან კარგად დამხვდნენ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენს შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს.


ეს წელი ჩემთვის ცალსახად დადებითი იყო, როცა ეროვნული ლიგიდან მივდიოდი, იმ მომენტში საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი და გოლების გატანა კადისშიც გავაგრძელე.


2 წლის წინ, როდესაც ევროპაში 4-თვიანი პერიოდით წავედი, იქ საქმეები კარგად არ წამივიდა და ბევრმა ჩათვალა, რომ სათანადო დონის ფეხბურთელი არ ვიყავი. თუმცა, შეცდომები გავაანალიზე, რეალობა შევაფასე და ახლა ვარ იქ, სადაც ვარ.


გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ ისევ იმ სიყვარულით, რწმენითა და ურთიერთგაგებით, რაც ჩვენ შორის აქამდე არსებობდა.


ბიჭები გუშინ ვლაპარაკობდით და ვთქვით, რომ ამ ორ თამაშში ჩვენს გულშემატკივარსა და ქართველ ხალხს გვინდა დავუფასოთ ის სიყვარული და დამოკიდებულება, რასაც ამდენი წელია ჩვენ მიმართ გამოხატავენ.


რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ორივე ფლანგზე წინაც ვთამაშობ და უკანაც, თუმცა, ჩემი აზრითაც და სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ყველაზე ეფექტიანი მარჯვენა შემტევად ვარ. თუმცა, ცხადია, სადაც გუნდს დავჭირდები, იქ ვითამაშებ", - თქვა ტაბატაძემ.


ეროვნული გუნდი ესპანეთს 15 ნოემბერს, 21:00 საათიდან შეხვდება. თამაშს ფრანგი ბენუა ბასტიენი იმსაჯებს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
იური ტაბატაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

საქართველოს U21 ნაკრების სასტარტო შემადგენლობა საბერძნეთთან ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს U21 ნაკრების სასტარტო შემადგენლობა საბერძნეთთან ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველო პრესტიჟისთვის, ესპანეთი მუნდიალის საგზურისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველო პრესტიჟისთვის, ესპანეთი მუნდიალის საგზურისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბორჯღალოსნების შემადგენლობა კანადის წინააღმდეგ ცნობილია

•ქართული

ქართული

ბორჯღალოსნების შემადგენლობა კანადის წინააღმდეგ ცნობილია
•ქართული

ქართული

"გუნდში ბევრად კარგი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში" - სანიოლის პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გუნდში ბევრად კარგი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში" - სანიოლის პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

საქართველოს U21 ნაკრების სასტარტო შემადგენლობა საბერძნეთთან ცნობილია

News image

3 სთ წინ

საქართველო პრესტიჟისთვის, ესპანეთი მუნდიალის საგზურისთვის

News image

4 სთ წინ

ბორჯღალოსნების შემადგენლობა კანადის წინააღმდეგ ცნობილია

News image

2 სთ წინ

"გუნდში ბევრად კარგი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში" - სანიოლის პრესკონფერენცია