კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა, როგორ უმკლავდებოდა გუნდში დიდი ეგოს მქონე ფეხბურთელებთან მუშაობას.
„ეგო გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. პირად დონეზე არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გუნდში დიდი ინდივიდუალური ეგოს მქონე ფეხბურთელების ყოლა. თუმცა არ შეიძლება, რომ ეს ეგო გუნდზე დინ იდგეს.
ორი კვირის წინ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ არ მინდა მუნდიალზე ისეთი ფეხბურთელების წაყვანა, რომელთა მიზანიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოგებაა. ისეთი ფეხბურთელები მინდა, ვისთვისაც მთავარი მისია ტურნირის მოგება იქნება, იმიტომ რომ ინდივიდუალური ეგო მხოლოდ გუნდის მიზნების მიღწევისთვის არის კარგი.
უნდა ვთქვა, რომ ტოპ ფეხბურთელების მართვა რთული არ არის, იმიტომ რომ როგორც წესი ისინი ყველაზე პროფესიონალები არიან და უმაღლესი მწვერვალების მისაღწევად სწორედ ეს არის საჭირო.
იმის თქმაც თავისუფლად შემიძლია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი, ვისთანაც მიმუშავია - კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ასევე დიდი ეგო აქვს. სხვა დიდი ეგოს და ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელი - სერხიო რამოსია, რომლის ეგოც, მაგალითად, გუნდს ძალიან ადგებოდა." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.