გიორგი ჯაბნიაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრამდე ესპანელ აარონ სანტამარიას, პორტუგალიელ პედრუ ლიმას და აზერბაიჯანელ ასლან კოცოევს აჯობა, გადამწყვეტი ბრძოლა კი მოლდოველ მიხაილ ლატისევს მოუგო.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს მე-5 მედალია. ვიცე ჩემპიონობა მათე გოგოობერიძემ (60 კგ.) და მათე ბერუაშვილმა (73 კგ.) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორები კი ნინო ლოლაძე (57 კგ.) და კოტე კაპანაძე (81 კგ.) გახდნენ.