უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსვ-მ საკუთარ მოედანზე არსენალი მიიღო. შეხვედრა მოულოდნელი ანგარიშით 1-7 დასრულდა.
პირველი ტაიმი ლონდონელებმა 1-3 მოიგეს. მე-18 წუთზე ანგარიში დეკლან რაისის ჩაწოდების შემდეგ იურიენ ტიმბერმა გახსნა თავური დარტყმით.
ტიმბერის გოლიდან 3 წუთში ეთან ნუანერიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, 31-ე წუთზე კი ცხრიანად გადაქცეულმა მიკელ მერინომ 0-3 გახადა ანგარიში.
ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე პენალტის საშუალებით ნოა ლანგმა გაქვითა ერთი გოლი და მასპინძლებს იმედი გაუჩინა.
მეორე ტაიმში არტეტას გუნდმა 4 უპასუხო გოლი დაამატა თავის მონაგარს. 47-ე წუთზე ჯერ მარტინ ოდეგორმა გამოიჩინა თავი, 48-ე წუთზე კი ლეანდრო ტროსარმა გახადა 1-5 ანგარიში.
73-ე წუთზე მარტინ ოდეგორმა დუბლი შეასრულა, 85-ე წუთზე კი რიკარდო კალაფიორიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
არსენალმა პსვ-ს განადგურებით ფაქტობრივად გაინაღდა 1/4 ფინალის საგზური, მეორე შეხვედრა კი, რომელიც ემირეითსზე გაიმართება, შესაძლოა უბრალო ფორმალობა აღმოჩნდეს.