ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში ბაიერნმა შინ ჩელსი დაამარცხა.
ალიანც არენაზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მე-20 წუთზე ანგარიში ოლისეს ჩაწოდების შემდეგ ჩალობას ავტოგოლით გაიხსნა. 27-ე წუთისთვის ჰარი კეინმა პენალტი უზადოდ შეასრულა და ბაიერნი უკვე ორი ბურთით გაიყვანა წინ.
თუმცა, მიუნხენელთა ორბურთიანი უპირატესობა დიდხანს ვერ შენარჩუნდა - 29-ე წუთზე კოულ პალმერმა თავისივე დაწყებული შეტევა ლამაზი გოლით დააგვირგვინა და მარესკას გუნდი თამაშში დააბრუნა.
საბოლოო ანგარიში კი კვლავ ჰარი კეინმა, 63-ე წუთზე გატანილი გოლით დააფიქსირა და ბაიერნს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა საკლუბო მუნდიალის მოქმედ ჩემპიონთან.
89-ე წუთზე პალმერმა თითქოს ინტრიგა გააცოცხლა, თუმცა მისი გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.