როდრიგოს მომავალი გაურკვეველი რჩება.
ბრაზილიელმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ძალიან მცირე სათამაშო დრო მიიღო, რამაც მის მომავალზე ბევრი კითხვა გააჩინა - მის მიმართ ინტერესს აწერენ არსენალს, ლივერპულს და სხვა ევროპულ გრანდებს.
როგორც ბრაზილიური გამოცემა UOL Esporte იტყობინება, რეალის შემტევის გადაბირების სურვილი კატალონიის ბარსელონამაც გამოთქვა.
ბლაუგრანას ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ თუ ის რეალის დატოვებას გადაწყვეტს, ისინი მზად არიან მის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყონ.
ამ ეტაპზე, არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. თავად როდრიგოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება რეალში, თუ სადმე სხვაგან გადავა.