ინტერის დირექტორმა პიერო აუსილიომ კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩალჰანოღლუს თაობაზე გალათასარაისთან გვქონდა მოლაპარაკებები და მალევე გავიაზრეთ, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა. ჩვენი მხრიდან ჰაკანთან არანაირი პრობლემა არ გვქონია.
კრისტიალ ასლანის ვუთხარით, რომ ახალი კლუბი უნდა მოიძიოს.
ატალანტას ადემოლა ლუკმანზე შეთავაზება გავუკეთეთ, ეს ფეხბურთელი მოგვწონს. ამ გუნდთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ხანგრძლივ მოლაპარაკებებში ჩაბმას არ ვაპირებთ, ჩვენ ჩვენი მიდგომა გვაქვს.
მარკუს ტურამი ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებს, გამორიცხულია.
იან ზომერი გალათასარაიში გადასვლასთან ახლოს არასდროს ყოფილა. კონკრეტული არაფერი მომხდარა, ის ჩვენი მეკარეა და მის დარჩენას ვვარაუდობთ.
ბარსასგან დენზელ დუმფრისის თაობაზე შემოთავაზება არ მიგვიღია. მას გამოსასყიდი აქვს, ეს მართალია. თუმცა, მისი ვადა მალე ამოიწურება და ჩვენ ერთად გავავგრძელებთ ყოფნას." - აღნიშნა აუსილიომ.