UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მწვავედ უპასუხა ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს მან კონორ მაკგრეგორის დაბრუნება სპეციალურად იმ დროს გამოაცხადა, როცა ყოფილი ჩემპიონი ფრენსის ნგანუ ორწლიანი პაუზის შემდეგ რინგზე პირველ ბრძოლას მართავდა.
კრიტიკოსების აზრით, უაითმა ამ ნაბიჯით ნგანუს შოუს ჩაშლა და მისი „ტროლინგი“ განიზრახა.
გასულ უქმეებზე, ზუსტად იმ წუთებში, როდესაც ნგანუ Netflix-ის პირდაპირ ეთერში საბრძოლველად გამოდიოდა, დენა უაითი ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და სპორტული სამყაროსთვის უდიდესი სიახლე გააჟღერა, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი UFC 329 ტურნირზე, მაქს ჰოლოუეისთან რევანშში ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს ნაბიჯი კონკურენტის ბოიკოტირებას ჰგავდა, უაითი ირწმუნება, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო.
Fred Talks Fighting-თან საუბრისას უაითმა განაცხადა, რომ იმ მომენტში საერთოდ არ აინტერესებდა, რა ხდებოდა ლოს-ანჯელესში გამართულ სხვა შოუზე და მთლიანად საკუთარ ღონისძიებაზე იყო ფოკუსირებული. „ეს არ ყოფილა დამთხვევა, რადგან იმ ღამეს ჩვენ თავად გვქონდა ტურნირი. ვისაც ჰგონია, რომ სხვა ორგანიზაციების საქმეები მაინტერესებს, უბრალოდ გიჟია. როგორც კი კონტრაქტი გაფორმდა, სიახლე მაშინვე გამოვაცხადეთ. სულ ფეხებზე მკიდია, რას აკეთებდნენ ის ბიჭები, გეხუმრებით?“ - აღნიშნა უაითმა.
აღსანიშნავია, რომ UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა რონდა რაუზიმ უაითის ამ სვლას „ბოროტული“ უწოდა, ხოლო ბლოგერმა და პრომოუტერმა ჯეიკ პოლმა განაცხადა, რომ მისთვის სასიამოვნოც კია, როდესაც UFC-ის პრეზიდენტი მისი საპრომოუტერო დებიუტის ჩასაშლელად ასეთ დიდ ძალისხმევას მიმართავს.