ბარსას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მადრიდის რეალთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„დაქორწინებულები არც ვყოფილვართ, ამიტომ დაშორებულები ვერ ვიქნებით. თუმცა, ნეგრეირას საქმის გამო არც ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს, მათ არარსებული და არადამაჯერებელი ფაქტები მოაქვთ.
ჩვენს წინააღმდეგ საქმის აღძვრამ მთი ინტერესი გამოიწვია, რაც თავის მხრივ ჩვენ არ მოგვეწონა და სიტუაცია დაიძაბა. მუდმივი მეტოქეობა გვაქვს, თუმცა ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით.
ვილიარეალთან მატჩის მაიამიში ჩატარების თემაზე ლაპარაკს არ ვისურვებდი. ჩვენ თავიდანვე ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის და სხვების წინააღმდეგობა შეგვხვდა გზად. არამგონია, რომ ამ მატჩს ლა ლიგის წესები დაერღვია." - აღნიშნა ლაპორტამ Catalunya Radio-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ბარსელონას და მის ხელმზღვანელობას ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება მექრთამეობის საქმეზე - კლუბმა მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ხოსე მარია ენრიკე ნეგრეირას 2001-2018 წლებში რამდენიმე მილიონი ევრო გადაუხადა, ოფიციალური ვერსიით ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ინფორმაციების მოძიებისათვის.