სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვს უპასუხა.
„არ მოტყუვდეთ იმ სისულელებით, რაც უმარის მატყუარა პირიდან გამოდის. იადონგი არანაირი ბრძოლიდან არ ჩახსნილა - ის მზად იყო, თვითონ უმარმა არ მოაწერა ხელი.
გააგრძელე სისულელეების ლაპარაკი - ბევრი შრომა და ბძოლა მოგიწევს იმისთვის, რომ ნომერ პირველი კონტენდერი გახდე. ყველამ იცის, რომ UFC-სგან საჩუქრს დამსახურების გარეშე იღებ. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, რომ თითოეული შენი ნათქვამი ტყუილისთვის სახე დაგილეწო.
ათასჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი - თუ UFC-ს უნდა, რომ უმარს ვეჩხუბო შემდეგ ბრძოლაში, ვიჩხუბებ." - წერს ქართველი მებრძოლი X-ზე.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები