სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის მე-6 ტურში, B დივიზიონის მატჩში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ესტუმრა.
თამაშში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-3 წუთზე პაველ სულჩმა მასპინძლები დააწინაურა. 24-ე წუთზე საქართველოს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, სხვაობა ორამდე ადამ ჰლოჟეკმა გაზარდა და ჩეხებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე ტაიმში შეეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა შვიდიანმა ბურთი ძელს გაარტყა.
მე-60 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კაკაბაძის დაბალი პასის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ მომენტი ბრწყინვალედ შეასრულა და ერთი ბურთი გაქვითა. შეხვედრის დარჩენილ ნაწილში სანიოლმა ცვლილებების მიუხედავად მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. ბოლო წუთებზე ბუდუ ზივზივაძეს შანსი ჰქონდა ანგარიში გაეთანაბრებინა, თუმცა მასპინძელთა მეკარემ ქართველის ახლოდან დარტყმული მოიგერია.
პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მეორე მატჩში უკრაინამ ალბანეთი 1-2 დაამარცხა. შედეგად ჯგუფში პირველი ადგილი 11 ქულით ჩეხეთმა დაიკავა, მეორე ადგილზე უკრაინელები გავიდნენ 8 ქულით, საქართველომ და ალბანეთმა კი 7-7 ქულა დააგროვეს, თუმცა მე-3 პოზიცია ჩვენ დავიკავეთ.
ჩეხეთი A ლიგაში დაწინაურდა, უკრაინა A ლიგაში დასაწინაურებელ პლეიოფს ითამაშებს, ჩვენ B ლიგაში დასარჩენი პლეიოფი გველოდება 2025 წლის მარტში, ალბანეთი კი C ლიგაში გავარდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები