ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ევროპული ნაკრებები, რომელთაც მუნდიალის საგზურის განაღდება შეუძლიათ
ფეხბურთიფეხბურთი

ევროპული ნაკრებები, რომელთაც მუნდიალის საგზურის განაღდება შეუძლიათ

15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე, UEFA-ს წევრ ქვეყნებს შორის მხოლოდ ინგლისს აქვს ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოპოვებული, მას შემდეგ რაც ჯგუფში ექვსივე მატჩი მოიგო, თუმცა თომას ტუხელის გუნდს მალე უნდა შეუერთდნენ სხვა ტოპ ევროპული გუნდებიც.


საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია - ხელსაყრელ პოზიციაში


რამდენიმე დიდ ევროპულ ნაკრებს შეუძლია ამავე ტურში მუნდიალის ადგილის ოფიციალურად გაფორმება. დღეს საფრანგეთის ნაკრები უკრაინასთან გამარჯვებით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.


ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ, ესპანეთი ძალიან ახლოს არის საკვალიფიკაციო მისიის დასრულებასთან. თურქეთზე სამი ქულით წინ მყოფ ფურია როხას სჭირდება საქართველო დაამარცხოს და იმედი ჰქონდეს, რომ თურქეთი შინ ბულგარეთთან ფრეს ითამაშებს ან დამარცხდება.


პორტუგალიის მდგომარეობა კიდევ უფრო მარტივია. ოქტომბერში დომინიკ სობოსლაის მიერ გაშვებული გოლით მოპოვებული რთული ფრის (2:2) შემდეგ, სელესაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, თუ ირლანდიაში გაიმარჯვებს. ფრესაც შეუძლია მარტინესის გუნდი გაიყვანოს, იმ შემთხვევაში თუ უნგრეთი სომხეთში ვერ მოიგებს.


კარგ პოზიციაშია ნიდერლანდები, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულება უკვე ამ პარასკევს მოახერხოს. ამისათვის მემფის დეპაისა და თანაგუნდელებს პოლონეთში გამარჯვება სჭირდებათ. ოქტომბერში უელსთან მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების (4:2) შემდეგ, ბელგიაც იდეალურ მდგომარეობაშია. ყაზახეთში შაბათს გამარჯვება საკმარისი იქნება საგზურის მოსაპოვებლად.


გერმანიას ლოდინი მოუწევს; შოტლანდია-დანია - შესანიშნავი მატჩი


სანამ ზოგი ფავორიტი თითქმის უკვე მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სხვებს საკმაოდ რთული გზა აქვთ დარჩენილი. გერმანია, რომელსაც ფეხი დაუცდა სლოვაკეთის წინააღმდეგ პირველ მატჩში, სწრაფად დაუბრუნდა ფორმას, თუმცა ლუქსემბურგთან გამარჯვება არ ეყოფათ, მათ ლოდინი ორშაბათამდე დასჭირდებათ, როცა შინ სლოვაკეთს დაუპირისპირდებიან ჯგუფ A-ში პირველ ადგილზე გასასვლელად.


ჯგუფ C-ში დანიასა და შოტლანდიას შორის ბრძოლაც ბოლო დღემდე გაგრძელდება. ვერცერთი მათგანი ვერ გაიფორმებს საგზურს ფინალურ დაპირისპირებამდე, რომელიც სამშაბათს გლაზგოში გაიმართება.



საფრთხე რეალურია იტალიისთვის


ნორვეგიისგან გამოწვეული წნეხის ქვეშ, რომელსაც ერლინგ ჰალანდი უდგას სათავეში და რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის გაცდენა აღარ უნდა, იტალია სერიოზულ სირთულეებშია. ჯგუფ I-ში აძური სამი ქულით ჩამორჩება სკანდინავიელებს და ყველა მატჩი უნდა მოიგოს, რათა მათ დაეწიონ.


თუმცა სიფრთხილეა საჭირო, ჯენარო გატუზოს გუნდმა შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, თუ ამ ხუთშაბათს მოლდოვას ვერ დაამარცხებს, რის შემდეგაც პლეი-ოფში გადასვლა მოუწევს. ამან კი შესაძლოა 2018 და 2022 წლების მწარე მოგონებები გააცოცხლოს…



სცენარები ევროპის წამყვანი ნაკრებებისათვის


შვეიცარია გავა, თუ დაამარცხებს შვედეთს და კოსოვო ვერ მოიგებს სლოვენიის წინააღმდეგ, ან თუ შვეიცარია ფრედ ითამაშებს და კოსოვო დამარცხდება.


საფრანგეთი გავა, თუ დაამარცხებს უკრაინას.


ესპანეთი გავა, თუ დაამარცხებს საქართველოს და თურქეთი ვერ მოიგებს ბულგარეთთან.


პორტუგალია გავა, თუ დაამარცხებს ირლანდიას, ან თუნდაც არ დამარცხდება და უნგრეთი ვერ მოიგებს სომხეთში.


ნიდერლანდები გავა, თუ დაამარცხებს პოლონეთს.


ავსტრია გავა, თუ დაამარცხებს კვიპროსს და ბოსნია და ჰერცეგოვინა ვერ მოიგებს რუმინეთთან.


ნორვეგია გავა, თუ დაამარცხებს ესტონეთს და იტალია ვერ დაამარცხებს მოლდოვას.


ბელგია გავა, თუ დაამარცხებს ყაზახეთს.


ხორვატია გავა, თუ არ დამარცხდება ფარერებთან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: მბაპეს მორიგი დუბლი ნაკრებში - საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მბაპეს მორიგი დუბლი ნაკრებში - საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდის მიიღებს მესი გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდის მიიღებს მესი გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კრიშტიანუს პირველი სანაკრებო გაძევება და პორტუგალიის მარცხი ირლანდიასთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კრიშტიანუს პირველი სანაკრებო გაძევება და პორტუგალიის მარცხი ირლანდიასთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ინგლისის დამაჯერებელი გამარჯვება და 7-დან 7

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ინგლისის დამაჯერებელი გამარჯვება და 7-დან 7
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

VIDEO: მბაპეს მორიგი დუბლი ნაკრებში - საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა

News image

28 ოქტ, 2025

როდის მიიღებს მესი გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით?

News image

3 სთ წინ

VIDEO: კრიშტიანუს პირველი სანაკრებო გაძევება და პორტუგალიის მარცხი ირლანდიასთან

News image

4 სთ წინ

VIDEO: ინგლისის დამაჯერებელი გამარჯვება და 7-დან 7