ჯანპიერო გასპერინიმ რომაში ახალი თავდამსხმელი მიიყვანა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაიტონის ფორვარდი ევან ფერგიუსონი კარიერას რომაში გააგრძელებს.
კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს - ფეხბურთელი რომაელებს იჯარით შეუერთდება, კლუბს მომავალში მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება.
მიუხედავად სხვა შემოთავაზებებისა, თავად ფერგიუსონმა თავისი პრიორიტეტი სწორედ რომას მიანიჭა და ეს ტრანსფერის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
ჯანპიერო გასპერინის მისვლის შემდეგ ეს მგლების პირველი ტრანსფერია.
ბრაიტონის და ირლანდიის ნაკრების 20 წლის ფორვარდმა კლუბის მაისურით 80 მატჩში 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, ნაკრებში კი 22 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.