პეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის ამჟამინდელი კონკურენცია NBA-ს შეადარა.
მან სიტის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ბოლო სეზონებში, ჩემპიონატის კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა.
„მახსოვს, მიუნხენში რომ ვიყავი, სულ მესმოდა საუბრები, რომ ინგლისში ბევრად რთულია, სადაც ყველამ შეიძლება ყველა დაამარცხოს.
შესაძლოა, ჩვენ და ლივერპულმა ეს დინამიკა ჩვენი სტაბილურობის ხარჯზე შევცვალეთ, როცა ყოველ ჯერზე 90+ ქულას ვაგროვებდით. მაგრამ ახლა, შესაძლოა, პრემიერ ლიგა დაუბრუნდა იმ დონეზე, რომელზეც მაშინ იყო: აქ ყველამ შეიძლება ყველა დაამარცხოს.
ეს ძალიან კარგია. როგორც NBA-ში, სადაც არ არის დომინანტი გუნდი. ბოლო 4-5 წელია სულ სხვადასხვა გუნდი იგებს. ეს გულშემატკივრებისთვის შოუს თვალსაზრისით ძალიან კარგია." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.