სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩინეთში, კერძოდ მაკაუში UFC-ის საბრძოლო საღამო გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ერთმანეთს პიოტრ იანი და დეივესონ ფიგეირედო დაუპირისპირდნენ.
5-რაუნდიანი ბრძოლა რუსის აშკარა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ იანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. სამივე მსაჯმა ხუთივე რაუნდი პიოტრს მიაკუთვნა და 50-45 შეფასება დააფიქსირა.
ბრძოლის შემდეგ რუსმა მებრძოლმა სასურველ მომავალ მეტოქეზეც გააკეთა კომენტარი და მერაბ დვალიშვილი გამოიწვია:
"მერაბმა ფიგეირედოს ნომერ პირველი კონტენდერი უწოდა. მერაბ, რას იტყვი ახლა? მე ის დავამარცხე და შენთან რემატჩი მსურს". - განაცხადა იანმა.
იანის პერფორმანსს სოციალურ ქსელში ქართველი ჩემპიონიც გამოეხმაურა:
"შთამბეჭდავი იყო პიოტრ იანის პერფორმანსი დღეს". - დაწერა დვალიშვილმა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი და რუსი ერთმანეთს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ, სადაც მერაბმა დომინანტური გამარჯვება მოიპოვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები