ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ინგლისის ნაკრებში ხუთი ახალი ფეხბურთელი გამოიძახეს
ფეხბურთიფეხბურთი

ინგლისის ნაკრებში ხუთი ახალი ფეხბურთელი გამოიძახეს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეთან ნვანერი, ალექს სკოტი, ჯოშ კინგი და რიო ნგუმოჰა გუნდს ფლორიდაში დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე შეუერთდებიან. ახალგაზრდა ტალანტები ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ორი ამხანაგური მატჩის ჩატარებაში დაეხმარებიან.


მიუხედავად იმისა, რომ ტუხელს ტურნირისთვის 26-კაციანი ძირითადი შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალების გამო შეკრების საწყის ეტაპს გამოტოვებს. არსენალის ოთხეული - დეკლან რაისი, ბუკაიო საკა, ებერეჩი ეზე და ნონი მადუეკე 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება, ხოლო კრისტალ პალასის მეკარე დინ ჰენდერსონი 27 მაისს კონფერენს ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ითამაშებს.

იმისათვის, რომ გუნდმა სრულფასოვნად ივარჯიშოს და წამყვანი ფეხბურთელების გადაღლას აარიდონ თავი, ტუხელმა შემადგენლობის გაფართოება გადაწყვიტა. გამოძახებულთა შორის არის ბრაიტონის გამოცდილი მეკარე ჯეისონ სტელიც, რომელიც სავარჯიშო პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

საკმაოდ საინტერესოა 19 წლის ეთან ნვანერის შემთხვევა, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ფრანგულ მარსელში გაატარა.


ტუხელმა განსაკუთრებით გამოარჩია ბორნმუთის ნახევარმცველი ალექს სკოტი:

ძალიან მიხარია, რომ ეს ბიჭები ჩვენთან ერთად იქნებიან. განსაკუთრებით ალექსი, რომელიც თავიდან 55-კაციან გაფართოებულ სიიაში იყო და საბოლოო განაცხადს მიღმა დარჩენის გამო იმედგაცრუებული იყო. მისი რეაქცია და მოტივაცია, რომ წინასაჩემპიონო შეკრებაზე წამოსულიყო, საოცარი აღმოჩნდა. მან თავისი ხასიათი და სულიერი სიძლიერე აჩვენა, რაც ძალიან მახარებს. მას ეძლევა შანსი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ძირითადი გუნდისკენ.


ინგლისის ნაკრები პალმ ბიჩზე 1 ივნისს შეიკრიბება. ტუხელის გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში გამგზავრებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 6 ივნისს ტამპაში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, ხოლო 10 ივნისს ორლანდოში კოსტა რიკასთან.

13 ივნისს ნაკრები ტურნირის ოფიციალურ ბაზაზე, კანზას სიტიში გადაინაცვლებს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის L ჯგუფში ჩაებმება. ინგლისელები პირველ მატჩს 17 ივნისს დალასში, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავენ. ექვსი დღის შემდეგ ბოსტონში განას დაუპირისპირდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს, ნიუ ჯერსიში, პანამასთან მატჩით დაასრულებენ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბუკაიო საკა
ებერეჩი ეზე
ინგლისი
ინგლისის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი
რაისი
თომას ტუხელი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მაგუაირის ოჯახი თომას ტუხელს აკრიტიკებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაგუაირის ოჯახი თომას ტუხელს აკრიტიკებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტუხელი ინგლისის საწვრთნელ ბაზაზე უსაფრთხოებას აძლიერებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტუხელი ინგლისის საწვრთნელ ბაზაზე უსაფრთხოებას აძლიერებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილიისა და არგენტინის ვინტაჟური მაისურები რეკორდებს ხსნის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილიისა და არგენტინის ვინტაჟური მაისურები რეკორდებს ხსნის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ თითი მოიტეხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ თითი მოიტეხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 მაი, 2026

მაგუაირის ოჯახი თომას ტუხელს აკრიტიკებს

News image

21 სთ წინ

ტუხელი ინგლისის საწვრთნელ ბაზაზე უსაფრთხოებას აძლიერებს

News image

5 სთ წინ

ბრაზილიისა და არგენტინის ვინტაჟური მაისურები რეკორდებს ხსნის

News image

4 სთ წინ

მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ თითი მოიტეხა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება