Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელმა ინიაკი ვილიამსმა თავის ძმის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
"ნიკო თავის გადაწყვეტილებას ატლეტიკში დარჩენასთან დაკავშირებით არ ნანობს. ის ამბობს, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც მიუღია.
ნიკო ძალიან ბედნიერია ბილბაოში და იმედია, ერთად რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშებთ." - უთხრა ინიაკიმ Diario As-ს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნიკოს დამატებას ბარსელონა ცდილობდა, თუმცა უმცროსი ვილიამსი ატლეტიკის ერთგული დარჩა და კარიერას კვლავ ბილბაოში აგრძელებს.
ნიკო ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, თავად კი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები