ბრაზილიური Globo-ს ცნობით, ენდრიკი იჯარის წესით კარიერას ლიონში გააგრძელებს.
მადრიდის რეალმა და ოლიმპიკმა შეთანხმებას მიაღწიეს და ბრაზილიელი შემტევი სეზონის ბოლომდე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები დოკუმენტებს ცვლიან, ენდრიკის გარემოცვა კი საფრანგეთში სახლს უკვე ეძებს და ტრანსფერისთვის ემზადება.
რეალმა ენდრიკის ტრანსფერი 2022 წელს დაადასტურა, თუმცა ბრაზილიელი 18 წლამდე პალმეირასში თამაშობდა და მადრიდულ გუნდს 2024 წელს შეუერთდა.
რეალში ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ ბრაზილიელს სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლევა და ამის გამოც არის, რომ ლიონთან მადრიდელები მარტივად შეთანხმდნენ.