მარკუს რაშფორდის ტრანსფერი ბარსელონაში გადაწყვეტილია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია - ინგლისელი ფორვარდი ბარსას იჯარით შეუერთდება.
Marca იტყობინება, რომ ბარსელონას ფეხბურთელის გამოსყიდვა 30-35 მილიონ ევროდ შეეძლება.
თავდაპირველად, მანჩესტერს სურდა, რომ ბარსასთვის გამოსყიდვის შესაძლებლობა 50 მილიონ ევროდ მიეცა, თუმცა საბოლოოდ დათმობაზე წავიდა.
უახლოეს პერიოდში რაშფორდი ესპანეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ჩაფრინდება.