მადრიდის რეალმა და ტიბო კურტუამ ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკეს.
ბელგიელი სამეფო კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს 2027 წლის ზაფხულამდე.
წინა ხელშეკრულება კურტუას მომავალ ზაფხულს ეწურებოდა და მხარეებმა ერთწლიან გახანგრძლივებაზე მარტივად მოილაპარაკეს.
უახლოეს პერიოდში კლუბი ამ შეთანხმებას ოფიციალურადაც დაადასტურებს.
კურტუა რეალს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდთან ერთად სამჯერ შეძლო ლა ლიგის, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის და სხვა ტიტულების მოგება.