-
Aa
+
ფონტის ზომა
ქალმა, რომელიც კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო.
სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა ნიკიტა ჰენდის წინააღმდეგ 2018 წლის დეკემბერში, დუბლინის სასტუმროში სექსუალური დანაშაული ჩაიდინა.
კონორს დაევალა, რომ ზიანის გამო დაზარალებულს 248 ათას ევროზე მეტი გადაუხადოს. მაკგრეგორს პატიმრობა არ ემუქრება, რადგან აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის დანაშაულად არ იყო კვალიფიცირებული.
"ეს შეხსენებაა, რომ როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოთ, ხმა უნდა აიმაღლოთ". - განაცხადა დაზარალებულმა ქალმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
კონორ მაკგრეგორი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები