სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრიტანული გამოცემა TBR Football ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლივერპულის მწვრთნელი, არნე სლოტი, მომავალ სეზონში გუნდის ძირთად გოლკიპერად გიორგი მამარდაშვილს მოიაზრებს.
როგორც იცით, მამარდაშვილი გასულ ზაფხულს ლივერპულის ფეხბურთელი გახდა, თუმცა ერთწლიანი იჯარით კვლავ ვალენსიაში დარჩა და მერსისაიდულ გუნდს მომავალ ზაფხულს შეუერთდება.
ზემოთხსენებული წყარო წერს, რომ სლოტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის სხვა მეკარეების - ალისონის და კელეჰერის გაყიდვას შეეცდება, რადგან გუნდის ძირითად კარის დარაჯად სწორედ მამარდას მოიაზრებს.
Transfermarkt-ის მონაცემებით მამარდას დღევანდელი ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, ლივერპულმა მის ტრანსფერში კი 30 მილიონი ევრო გადაიხადა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები