მარსელომ იკერ კასილიასთან საუბარში ცხოვრების ყველაზე რთული მატჩი გაიხსენა.
იკერი - რომელი იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული მატჩი?
მარსელო - ბარსასთან 5-0 მარცხი 2010 წელს კამპ ნოუზე. ჩვენ ბურთსაც კი ვერ ვხედავდით, იმ დღეს თვალები ახვეული გვქონდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი: 'რა ხდება?' ღმერთო ჩემო, იქ ჩავი, ინიესტა, მესი, პედრო და დანარჩენები იყვნენ.
იკერი - ჩვენ ისტორიაში საუკეთესო ბარსას ვეთამაშეთ.
მარსელო - პედრო. ბევრს არ ახსოვს ის. ის ძალიან ძლიერი იყო.
იკერი - სუპერ გუნდი იყო, ნამდვილად.