საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში, საბერძნეთთან ათენში 0:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებამდე ანგარიში 0:0 იყო, თუმცა 44-ეზე ჯერ სტეფანოს ციმასმა გაგვიტანა, დამატებულ პირველსავე წუთზე კი ალექსის კალოგეროპულოსმა გამოიჩინა თავი და ტაიმი 2:0 დასრულდა.
75-ე წუთზე, ჩვენებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ ლუკა წულუკიძემ გატანა ვერ შეძლო, სამიოდ წუთში კი ბერძნებმა, კერძოდ - დიმიტრიოს კერამიცისმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და ცხრილის მე-4 ადგილზეა - ლიდერი 12-ქულიანი საბერძნეთია, ჩრდ. ირლანდიას 7 ქულა აქვს, გერმანიას კი - 3 თამაშში 6.
18 ნოემბერს, რამაზ სვანაძის გუნდი გერმანიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.