ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გამსვლელი პლეიოფის საპასუხო მატჩში იუვენტუსი სტუმრად პსვ-სთან დამარცხდა.
შეხვედრა ეინდჰოვენში, ფილიპს სტედიუმზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა, რის ხარჯზეც ნიდერლანდელებმა ორი მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვეს და 1/8 ფინალში გავიდნენ.
ანგარიში 53-ე წუთზე ივან პერიშიჩმა გახსნა, 63-ზე ტიმოტი ვეამ შორეული ბრწყინვალე გასროლით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 74-ზე საიბარიმ კიდევ ერთხელ შეარხია იუვეს კარის ბადე და საქმე დამატებით დროში გადაიყვანა.
მასპინძლებმა პირველივე ექსტრა-ტაიმში შეძლეს მესამე გოლის გატანა, 98-ე წუთზე ფლამინგომ გადამწყვეტი ბურთი შეაგდო და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას გამოამშვიდობა.
1/8 ფინალში სამიდან ვერცერთმა იტალიურმა გუნდმა ვერ შეძლო გასვლა - ტურნირს 1/16 ფინალიდან ატალანტა, მილანი და იუვენტუსი გამოეთიშნენ.