ლიონელ მესიმ ესპანურ SPORT-თან ბარსელონაზე ისაუბრა.
„ბარსას გულშემატკივრების სიყვარული მართლაც საოცარია.
ყველაფერი, რაც ბარსელონადან მოდის, ხალხისგან, იმ ეპოქიდან, რომელიც ერთად გამოვიარეთ, ყოველთვის ცოტაოდენ ნოსტალგიას მიჩენს და ამასთანავე დიდ აღფრთოვანებასაც.
ძალიან მენატრება ის მომენტები ბარსაში. შეიძლება ახლა იმაზე მეტად ვტკბები მათით, ვიდრე მაშინ, როცა ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა.
იმ დროს მატჩის შემდეგ მხოლოდ შემდეგ თამაშზე ვფიქრობდი, ისე, რომ ვერ ვახერხებდი იმაზე ფიქრს, თუ როგორ მიგვეღო სიამოვნება იმით, რასაც ვაკეთებდით.
ვადევნებ თუ არა თვალს ბარსელონას? დიახ, დიახ, ცხადია, ყველა ვსაუბრობთ იმაზე, რაც კლუბში ხდება, შედეგებზე, თამაშზე.
ძალიან მსურს დაბრუნება. ძალიან გვენატრება ბარსელონა. ბავშვები, მეუღლე, ყველანი მუდმივად ვსაუბრობთ ბარსელონაზე, იმაზე, რომ იქ კვლავ ვიცხოვროთ. ჩვენ იქ სახლი გვაქვს, სწორედ ამიტომაც ესაა ჩვენი სურვილი.
ძალიან მინდა დავბრუნდე ბარსას სტადიონზე, როცა ის დასრულდება, რადგან პარიზში გადასვლის შემდეგ კამპ ნოუზე აღარ ვყოფილვარ, მერე კი მონჟუიკზე გადავიდნენ.
ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება, დარწმუნებული ვარ.“ - განაცხადა მესიმ.