ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მადრიდის რეალში მის შემცვლელზე, ჩაბი ალონსოზე ისაუბრა.
მადრიდულმა გუნდმა ბოლო ორი მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო - ჯერ ლიგაზე ლივერპულთან 0:1 წააგო, შემდეგ კი ლა ლიგაში რაიოსთან ფრე 0:0 ითამაშა.
ლა ლიგის ცხრილში რეალი ბარსელონას, რომელიც ელ კლასიკოში 2:1 დაამარცხა, 3 ქულით უსწრებს.
„რეალში ფრეც კრიზისის დასაწყისია. თუმცა, გუნდის შედეგები ჯერჯერობით შთამბეჭდავია.
მეტს რას ითხოვთ ალონსოსგან?", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.