რეალის ექს-თავდამსხმელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, ტიბო კურტუას რეალის ისტორიაში საუკეთესო მეკარე უწოდა.
33 წლის ბელგიელმა იუვენტუსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში რეალის მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა, ის გუნდში 2018 წლიდან თამაშობს.
„იკერ კასილასისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, რომელიც შესანიშნავი მეკარე იყო, ტიბო კურტუა რეალის ისტორიაში საუკეთესოა." - აღნიშნა მიატოვიჩმა.
მიატოვიჩი რეალში 1996-1999 წლებში თამაშობდა და 1998-ში რეალმა მისი გოლით ჩემპიონთა ლიგა 32-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო.
მოგივანებით, მონტენეგროელი კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობაზეც მუშაობდა.