ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, საქართველოსთან მატჩის წინ, დინამო არენას მედიასივრცეში პრესკონფერენცია გამართა.
"ეს რთული მატჩი იქნება, სულაც არ ჰგავს ორწელიწად-ნახევრის წინანდელ თამაშს. მათ ჰყავთ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ევროპულ ლიგებში, განსაკუთრებით ესპანეთში. ჩვენ კარგი დღე უნდა გვქონდეს და მოსალოდნელ დონეზე ვითამაშოთ, რათა მოვიგოთ ეს მნიშვნელოვანი მატჩი, რომელიც, როგორც ვიცით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა, ამ ეტაპზე შესაძლო ციფრების გარდა, გვინდა მოვიგოთ, რომ ეს მიზანი შევასრულოთ და ეს ნიშნავს ბრძოლას, მუშაობასა საქმის კარგად კეთებას, რათა გამარჯვების შანსი გვქონდეს.
მცირე დროში მატჩებისთვის მზადება ნორმალურია. შეკრებებზე ცოტა დრო გვაქვს სამუშაოდ, მაგრამ გვყავს შესანიშნავი მოთამაშეები, ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ და ეს გვაძლევს სიმშვიდეს.
იმედი ვიქონიოთ, რომ ამჟამად ტრავმირებული მოთამაშეები მალე გამოჯანმრთელდებიან. ფეხბურთში ტრავმები ყოველთვის არის, წინ ბევრი თვეა, ბევრი დატვირთული მატჩი და ვილოცებთ, რომ მეტი ტრავმა აღარ იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც იქნება.
მე იმდენად მიჯაჭვული ვარ ამ ფეხბურთელებზე, რომ მინდა, ყველა ლეგენდა გახდეს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, რომ ისინი ყველას ახსოვდეს, რომ იყოს ეროვნული გუნდი, როგორიც იყო 2008 წლიდან 2012 წლამდე, რომელიც ლეგენდარული იყო. ეს გუნდი ამის გზაზეა და ამ მოთამაშეებს აქვთ შანსი, შექმნან ისტორია", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა შეხვედრა 15 ნოემბერს, 21:00 საათიდან დაიწყება. თამაშს ფრანგი ბენუა ბასტიენი იმსაჯებს.